ახალი უმაღლესი სასწავლებელი უერთდება პან-ევროპულ ჰაკატონს! ევროკომისია ატარებსს ფართომასშტაბიან პან-ევროპულ ჰაკატონს, რომლის მიზანია კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება. ჰაკატონი ჩატარდება 2020 წლის 24-26 აპრილს. მასში მონაწილეობას მიიღებენ ინოვატორები, სტარტ-აფები, გამომგონებლები, სახელმწიფო და კერძო ბაიერები, საცალო მოვაჭრეები, და ა.შ. #EUvsVirus hackathon თანაორგანიზატორი არის ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად. ჰაკატონი სტრუქტურირებული იქნება 6 კატეგორიის პრობლემების ირგვლივ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საჭიროებენ მოკლევადიან გადაწყვეტილებებს: 1. ჯანმრთელობა და სიცოცხლე; 2. ბიზნესის განგრძობადობა; 3. სოციალური & პოლიტიკური ერთიანობა; 4. დისტანციურად მუშაობა და განათლება; 5. ციფრული ფინანსები; 6. სხვა

Spread the love