ახალი უმაღლესი სასწავლებელი, ქვეყანაში COVID-19-სთან (კორონავირუსი) დაკავშირებული სიტუაციის გათვალისწინებით, სააუდიტორო მეცადინეობებს ა/წ 1 აპრილამდე აჩერებს.

16 მარტიდან სასწავლო პროცესი განხორციელდება საპილოტე რეჟიმში, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ქსელის გამოყენებით.

სასწავლო პროცესის აღდგენამდე, სტუდენტები ელექტრონული ბაზის მეშვეობით მიიღებენ სალექციო კურსების ვიდეოვერსიებს/პრეზენტაციებს, ლიტერატურასა და დამხმარე მასალებს.

სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, პრაქტიკული მეცადინეობები/ჯგუფში მუშაობები, დაჩქარებული წესით, დამატებით ჩატარდება საკონსულტაციო საათებში, ცხრილით გათვალისწინებულ დროს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 595 45 50 40; +995 593 55 79 01

Spread the love