ბიბლიოთეკა არის სასწავლებლის სტრუქტურული ერთეული. მის გამართულ და ეფექტურ საქმიანობაზე პასუხისმგებელია ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლებასა და წინამდებარე წესის განხორციელებას უშუალოდ უზრუნველყოფს ბიბლიოთეკარი. ბიბლიოთეკას აქვს სამკითხველო დარბაზი; სამკითხველო დარბაზი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და უზრუნველყოფილია კომპიუტერით, ინტერნეტით, პრინტერით, ქსეროქსით და სკანერის აპარატით სარგებლობის შესაძლებლობა. ბიბლიოთეკის ბეჭდურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული ფონდი სრულად შეესაბამება სასწავლო კურსების პროგრამებში (სილაბუსებში) მითითებულ ლიტერატურას. ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია სასწავლებლის ყველა სტუდენტს, პროფესორსა და თანამშრომელს;
1. ბიბლიოთეკის აუდიო-ვიზუალური ტექნიკით (კომპიუტერებით) სარგებლობისთვის, მკითხველი მიმართავს ბიბლიოთეკარს შესაბამისი მასალის მისაღებად;
2. იმ შემთხვევაში, თუ მკითხველი არ ფლობს აუდიო-ვიზუალური ტექნიკით სარგებლობის ჩვევებს, ბიბლიოთეკარი ვალდებულია, დაეხმაროს;
3. კომპიუტერით სარგებლობისას დაშვებულია:
ტექსტების შეყვანა და რედაქტირება;
ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა;
ლიტერატურაზე მუშაობა ელექტრონული ვერსიებით;
CD დისკების, მეხსიერების ფლეშ-ბარათების, დისკეტების გამოყენება დასაშვებია ბიბლიოთეკართან შეთანხმებით;
ელექტრონული ფოსტით სარგებლობა;
სასწავლებლის ვებგვერდით სარგებლობა;
სასწავლო პროგრამებზე მუშაობა.
4. მკითხველს შეუძლია ფონდში არსებული ელექტრონული, ვიდეო, აუდიო და ბეჭდური მასალებით სარგებლობა (დაშვებულია ბეჭდური მასალის ასლის გადაღება);
1. დაუშვებელია საბიბლიოთეკო ერთეულის – ბეჭდური დოკუმენტის ან ციფრული მატარებლის დაზიანება. დაზიანების შემთხვევაში, ბიბლიოთეკარი ადგენს აქტს, ხოლო ადმინისტრაცია განსაზღვრავს ფინანსურ სანქციას იმის გათვალისწინებით, თუ რა ოდენობის თანხაა საჭირო მის აღსადგენად ან ახლის შესაძენად. მკითხველი ვალდებულია, გადაიხადოს დადგენილი საზღაური;
2. საბიბლიოთეკო ერთეულის დაკარგვის შემთხვევაში, უნდა შედგეს შესაბამისი აქტი მისი ღირებულების მინიშნებით;
3. დაკარგული ან დაზიანებული ერთეულის ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, რასაც დაემატება ფინანსური სანქციით დადგენილი ღირებულება, ძირითადი ფასის არაუმეტეს 100%-ისა.
4. სამკითხველო დარბაზში დაუშვებელია თამბაქოს მოწევა, ხმამაღალი საუბარი, მობილური ტელეფონის გამოყენება. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბიბლიოთეკარს უფლება აქვს, მოითხოვოს სამკითხველო დარბაზის დატოვება.
კომენტარები