2021 წლის 20 იანვარს, 16:00 საათზე გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს პირველი ონლაინ დიალოგი.
„ტექნოლოგიების დახმარებით დასაქმების ხელშეწყობა – რომელი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის სერვისების გასაუმჯობესებლად?“
დიალოგი ეძღვნება საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ტექნოლოგიების საშუალებით კარიერული წინსვლის და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით.

სპეციალურად მოწვეული ექსპერტები გაგვიზიარებენ ინსტიტუციურ გამოცდილებას და წარმოგვიდგენენ ტექნოლოგიების მოდელებს, რომელთაც ფართოდ იყენებენ პრატქიკაში.

ღონისძიება იქნება ინტერაქტიური და იგეგმება სტუდენტების ჩართულობა. საქართველოს ეყოლება თავისი წარმომადგენელი.

დიალოგის თემიდან გამომდინარე ღონისძიება საინტერესო იქნება უმაღლეს განათლებაში დასაქმების ხელშეწყობის პროცესებსა და საქმიანობაში ჩართული პირებისთვის, ვინც ინგლისურ ენას ფლობს.

დიალოგზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე http://bit.ly/34A50DB

სესიის მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ ინგლისურ ენაზე: Session Overview   

Spread the love