დღეს 14 აპრილს Google-ს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა ონლაინ მასტერკლასი ,,ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში“. ონლაინ მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს ახალი უმაღლესი სასწავლებლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა. მასტერკლასის ფარგლებში მსჯელობა იყო თანამედროვე ტურიზმის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

Spread the love