გამოფენა გაიმართება 2020 წლის 25 ოქტომბერს, მხოლოდ ერთი დღით, 12:00-დან 16:00 საათამდე.

მისამართი: ზუმის პლატფორმის (Zoom) და ედუ-გაიდის ვებ-გვერდის საშუალებით

გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: shorturl.at/CGR69

გამოფენამდე ერთი დღით ადრე მიიღებთ შეხვედრის ბმულს და ასევე მონაწილე უნივერსიტეტების ჩამონათვალს.

გთხოვთ თქვენს სმარტფონში ან კომპიუტერში დააინსტალიროთ ზუმის პლატფორმის შესაბამისი ვერსია.

PC version

iOS version

Android version

Read more about installing the application

როგორ გაიმართება გამოფენა?

ედუ-გაიდის ვებ-გვერდზე (edu-guide.ge) ხელმისაწვდომი იქნება მოკლე ინფორმაცია (საინფორმაციო გვერდი) მონაწილე უნივერსიტეტების შესახებ და ასევე, მითითებული იქნება ზუმის პლატფორმის (Zoom) ბმული თითოეული უნივერსიტეტის საინფორმაციო გვერდზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გექნებათ გაესაუბროთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს.

ყველას ვინც დაინტერესებული ხართ საზღვარგარეთ სწავლით და სტიპენდიებით, გეძლევათ უნიკალუEvent image(1)რი შანსი პირისპირ გაესაუბროთ სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

სტიპენდიები

კვლევითი გრანტები

საზაფხულო სკოლები

პროფესიული სწავლება

საბაკალავრო პროგრამები

სამაგისტრო პროგრამები

სადოქტორო პროგრამები

მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:

მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან

მიიღოთ მეტი ინფორმაცია უმაღლეს სასწავლებლებში მიღებისათვის აუცილებელი პროცედურების, საბუთების ჩაბარების ვადების, სწავლებისა და ცხოვრების პირობების შესახებ

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ტელ: 577 209 969

ელ-ფოსტა: ir@edu-guide.ge

ვებ-გვერდი: www.edu-guide.ge

Spread the love