ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებს საერთაშორისო დონეზე მუდმივად აქტუალური და ხარისხიანი ცოდნა მივაწოდოთ, ამიტომ ახალი უმაღლესი სასწავლებელი რეგულარულად ზრუნავს კვლევითი მიმართულების განვითარებაზე.  ჩვენ გვეამაყება ყველაზე კვალიფიციური აკადემიური პერსონალი და მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს მათი სამეცნიერო ნაშრომების შემუშევება, განვითარებას. სწორედ ამიტომ 22-23 დეკემბერს ჩავატარეთ „სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია“ და დღეს კი ჩვენს რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალს “დიპლომატია და სამართალი” გადაეცა საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსაციის სერტიფიკატი (ISI) ICR-ის სარედაქციო ჯგუფისა და ISI-ს მიერ, რაც 2019-2020 წლებში ციტირების ინდექსის ზრდითაა განპირობებული.
ჟურნალი წელიწადში ორჯერ გამოდის და ხელს უწყობს ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებებით პროფესორ–მასწავლებლების და სტუდენტების მიღწევების გაზიარებას, პოპულარიზაციას.
სწორედ მეცნიერების, უახლესი კვლევების შედეგების საფუძველზე ვქმნით ისეთ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებს ამზადებს. ზუსტად ამიტომ დღევანდელი სერტიფიკატი ჩვენი დაუღალავი შრომის კიდევ ერთხელ დაფასება და ახალი შესაძლებლობებია როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ასევე სტუდენტებისთვის.
გილოცავთ კიდევ ერთ საერთაშრისო წარმატებას!

Spread the love