2020 წლის 6 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო შპს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე უნივერსიტეტის სხვა სტუდენტების მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებად მომზადების ხელშეწყობას;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შპს ახალმა უმაღლესმა სასწავლებელმა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი) განათლების ხელშეწყობის მიზნით, აკრედიტებულ (მ.შ.ავტორიზებულ რეჟიმში) სასწავლო პროგრამებზე სწავლის საფასურის სასწავლებლის მხრიდან 50 %-ით თანადაფინანსებისა და ყოველწლიურად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შეგეგად ჩარიცხული 10 პირის სწავლების პირველ წელს, სწავლის საფასურის 100 %-ით დაფინანსების ვალდებულება აიღო.

Spread the love