მისია

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის მისიაა:

ცოდნაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი დემოკრატიული ღირებულებების, მოქალაქეობრივი თვითშეგნების, განათლების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, მათთვის ხარისხიანი ცოდნის მიწოდება; კვლევითი საქმიანობის განვითარება;  სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების, მათი პიროვნული და პროფესიული პოტენციალის რეალიზების, შემოქმედებითი, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, სტუდენტთა წარმატების ხელშეწყობა მრავალფეროვანი აკადემიური, პროფესიული, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების შეთავაზებით.

 


მიზნები

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის მიზნებია:

  • პოტენციურ დამსაქმებელთა და შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება და კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება;

  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, სწავლება-სწავლის უახლესი მეთოდების დანერგვა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება;

  • სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს დანერგვა და მუდმივი განვითარება, სტუდენტთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; 

  • ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში;

  • სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა/ წახალისება;

  • აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;

  • საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა და სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების შეთავაზება;

  • კურსდამთვარებულთა დასაქმების ხელშეწყობა და უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.


ხედვა

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი წარმოადგენს ევროპული სტანდარტების შესაბამის, სტუდენტისა და პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს საგანმანათლებლო და სოციალურ მხარდაჭერას; აქვს მაღალი ნდობა და საყოველთაო აღიარება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.


ღირებულებები

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ღირებულებებია:

  • სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა;

  • კეთილსინდისიერება;

  • უწყვეტი განვითარებისკენ სწრაფვა;

  • აკადემიური თავისუფლება;

  • გუნდურობა;

  • გამჭვირვალობა.