2023 წლის 10 ნოემბრიდან გამოცხადდა პროფესორთა ატესტაცია ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე უვადოდ არჩეული პროფესორ(ებ)ისათვის;
ატესტაციის ვადები:
- საატესტაციო საბუთების მიღება: 13.11.2023 – 14.11.2023
- საატესტაციო საბუთების განხილვა: 15.11.2023
- საატესტაციო დასკვნის აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა/გადაწყვეტილების მიღება: 17.11.2023
- ატესტაციაში მონაწილე პირისათვის ატესტაციის შედეგების გაცნობა: 20.11.2023
- ატესტაცია გავლილ პროფესორებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: შედეგების გამოცხადებიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში;
- პროფესორს უფლება აქვს გაასაჩივროს ატესტაციის შედეგები რექტორის სახელზე დაწერილი განცხადებით, შედეგების გაცნობიდან სამი სამუშაო დღის ვადაში.
პროფესორმა უნდა წარმოადგინოს:
- ა) განცხადება სასწავლებლის რექტორის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
- ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ანკეტა-კითხვარი (დადგენილი ფორმის მიხედვით);
- გ) თანამდებობის დაკავებიდან ან ატესტაციიდან 5 წლის მანძილზე/ განხორციელებული სამეცნიერო-პედაგოგიური აქტივობების დამადასტურებელი მასალა;
- დ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი მასალა.
საატესტაციო დოკუმენტების მიიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი: თბილისი, ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონულ მისამართზე: info@newuni.edu.ge;
კომენტარები