ახალი უმაღლესი სასწავლებელი აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში, სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით, აცხადებს საგრანტო კონკურსს.
კონკურსის ვადები:
✔საგრანტო განაცხადის მიღება: 30/03/2021-12/04/2021
✔საგრანტო განაცხადის განხილვა/შერჩევა: 13/04/2021-26/04/2021
✔საგრანტო კონკურსის შედეგების გამოცხადება: 28/04/2021
🖊საგრანტო კონკურსი ჩატარდება „ახალი უმაღლესი სასწავლებლის კვლევითი საქმიანობის ორგანიზების, შეფასების და დაფინანსების წესის“ შესაბამისად (იხ.ბმული: http://newuni.edu.ge/…/upl…/2021/04/dafinansebiswesi.pdf)
✔საგრანტო განაცხადების მიიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებლის საქმისწარმოების სამსახურში სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი: თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის № 56) ან განაცხადის ელექტრონული ვერსია მიიღება მისამართზე: info@newuni.edu.ge;
✔სათაურის ველში მიეთითება: “საგრანტო კონკურსი 2021”
საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება სასწავლებლის ვებ-გვერდზე.
კოორდინატორი: ნოდარ გრძელიშვილი – პროფესორი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი
Tel.: +995 599 903 202; E-mail: nodargrdzelishvili@newuni.edu.ge
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გისურვებთ წარმატებას!
Spread the love