ამ წუთებში ახალ უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან ნიუ უნის რექტორატის, ადმინისტრაციის, ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურების წარმომადგენლები, აკადემიური და მოწვეული პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პოტენციური დამსაქმებლები, აგრეთვე სასწავლებლის მიერ მოწვეული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტრადიციულ შეხვედრას ნიუ უნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე უძღვება.

Spread the love