ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე დღეს 14 სექტემბერს პირველკურსელებს ZOOM პლატფორმის მეშვეობით შეხვდა. რექტორმა სტუდენტებს მიულოცა ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებული შედეგი – სტუდენტობა და 2020-2021 სასწავლო წლის დაწყება.
შეხვედრის მეორე ნაწილს ჰქონდა საინფორმაციო ხასიათი, სადაც ფაკულტეტის ადმინისტრაციამ, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პირველკურსელებს ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების შესახებ, ასევე, წარუდგინა პრეზენტაციები და საფუძვლიანად გააცნო სტუდენტური სერვისები.