2019 წლის 7-10 თებერვალს ა(ა)იპ საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით დაბა ბაკურიანში მოეწყო სამუშაო შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან სადაც განხილული იქნა ორგანიზაციის გეგმები და სამომავლო ღონისძიებები.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა შემდეგი უნივერსიტეტებიდან:
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
• აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• საქართველოს უნივერსიტეტი;
• საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
• საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;
• კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
• სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
• ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
• პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
• თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი;
• თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;
• გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
• სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;
• საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
• ევროპის უნივერსიტეტი;
• საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
• ახალი უმაღლესი სასწავლებელი;

ა(ა)იპ საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციის ორგანიზებით მსგავსი შინაარსის სამუშაო შეხვედრები სამომავლოდ აქტიურად განხორციელდება როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.