ცხადდება საბუთების მიღება ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ახალი უმალესი სასწავლებელი – ნიუუნის პარტნიორ ევროკოლეჯში (კუმანოვო, ჩრდილოეთ მაკედონია) აკადემიური პერსონალის მობილობის მიზნით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის განმახორციელებელ აფილირებულ პერსონალს.
მობილობა განხორციელდება 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, ერთი კვირით; შერჩეული პირი ჩაერთვება აკადემიურ საქმიანობაში, წაიკითხავს ლექციებს /8 საათი/ მასპინძელ უნივერსიტეტში.
პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობის და ყოველდღიურ ხარჯებს
სამუშაო ენა: ინგლისური
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
რეზიუმე (CV);
სამოტივაციო წერილი;
ინგლისური ენის მინ. B2 დონის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სამუშაო გეგმა /სალექციო თემატიკა/ ქართულ და ინგლისურ ენაზე.
დაინტერესებულმა პირმა დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელ–ფისტაზე: info@newuni.edu.ge, სათაურში: ERASMUS+ კონკურსი – აფილირებული პერსონალი;
საბუთების მიღების პერიოდი: 05.02.2025 – 13.02.2025
კომენტარები