ფაკულტეტი


არის სასწავლებლის საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული, რომელიც ფაკულტეტზე არსებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით უზრუნველყოფს სტუდენტთათვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებას.

ფაკულტეტი საქმიანობას ახორციელებს აკადემიური ავტონომიურობის პრინციპებზე დაყრდნობით.

ფაკულტეტის ძირითადი მიზნებია:
    სტუდენტებისა და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის სათანადო პირობების შექმნა სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევებისათვის; ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, სასწავლო და სამეცნიერო მუშაობისათვის პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნვა
    პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების მაქსიმალურად დაკმაყოფილება
    პიროვნების ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება
    სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ სასწავლებლის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ახალი, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის მოზიდვა
    სასწავლებლის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება და სხვა.

ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ კვალიფიციური განათლება, რაშიც ხელს შეგიწყობთ ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლებელში მოღვაწე მაღალკვალიფიციური, გამოცდილი აკადემიური და მოწვეული პერსონალი. ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი ახორციელებს შემდეგ აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებს:

    ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა - მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
    ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში
    საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა - მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში

ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე გელით:
    მყუდრო და კეთილგანწყობილი გარემო
    უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა
    საინტერესო სტუდენტური პროექტები
    პრაქტიკები საჯარო და კერძო სტრუქტურებში
ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი მიზნად ისახავს:
    პიროვნული პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას
    სტუდენტების შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას
    თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადებას
    უმაღლესი განათლების მქონე პირთა შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას
    სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას

მიიღეთ საუკეთესო განათლება და წარმატებული პროფესიული კარიერა!



დიდი წარმატება - სწორი არჩევანით იწყება!




       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
I კორპუსი:
ქ. თბილისი, ჭყონდიდელის ქ. 26;
II კორპუსი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98