დიდი წარმატება - სწორი არჩევანით იწყება!

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება


2018 წლის 7 მაისი


ახალი უმაღლესი სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სსიპ მთავარი ბიბლიოთეკის საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის მენეჯერის ინგა საღინაძისა და სსიპ მთავარი ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის ზურაბ წერეთლის შეხვედრა ახალი უმაღლესი სასწავლებლის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და მთავარი ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ წერეთელმა.

მემორანდუმის გაფორმების მიზანია, პიროვნების ინტელექტური, შემოქმედებითი და პროფესიული პოტენციალის რეალიზება, უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკლუტეტზე არსებული შესაბამისი პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების პროფესიული მომზადებისათვის ხელის შეწყობა, სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება და შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური კვალიფიციური კადრების მომზადება.

       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98