დიდი წარმატება - სწორი არჩევანით იწყება!

ნიუ უნის ტრენინგ-შეხვედრა სასტუმრო "პარაგრაფში".


2018 წლის 28 აპრილი


ამ წუთებში შეკვეთილში, სასტუმრო "პარაგრაფში" მიმდინარეობს ახალი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტებზე, აგრეთვე თვითშეფასების შევსებაზე მომუშავე ჯგუფების ტრენინგ-შეხვედრა.

შეხვედრაზე, რომელიც ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ გახსნა, განიხილავენ "ახალ უმაღლეს სასწავლებელში" მოქმედი აკრედიტებული პროგრამების მოდიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ავტორიზაციის თვითშეფასების შესავსებად საჭირო შესაბამის პროცედურებს, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ახალი სტანდარტების შესაბამისად. ტრენინგ-კონფერენციას ესწრებიან ნიუ უნის რექტორატის, ადმინისტრაციის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები, სასწავლებლის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, სპეციალური სტუმრები და პოტენციური დამსაქმებლები.

შეკვეთილში ახალი უმაღლესი სასწავლებლის ტრენინგ-შეხვედრა ორი დღე გაგრძელდება.

       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98