სასწავლებელში დანერგილია ელექტრონული სერვისების მართვის სისტემა, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს შემდეგ სერვისებს (მოდულებს)

1. სასწავლო პროცესი

2. ბიბლიოთეკის სერვისი

3. ელექტრონული საქმის წარმოება

4. საკომუნიკაციო სერვისი

სასწავლო პროცესი

სერვისი მოიცავს: სტუდენტების რეესტრს, სტუდენტის აკადემიური მოსწრების ინფორმაციის შეტანა/დამუშავებას, სასწავლო კურსების, რეესტრს (კრედიტი, წინაპირობა), საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგს, სილაბუსების ატვირთვას, ლექტორის სტუდენტის, ინდივიდუალურ პანელს. ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციაზე შეტანის შედეგად სისტემა ამუშავებს მონაცემებს და იძლევა შედეგებს: სხვდასხვა საბეჭდი ფორმები (ნიშნების ფურცელი, ცნობა, ფორმა 26, უწყისი) სტატისტიკური რეპორტები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით სტუდენტს საკუთარ გვერდზე აქვს შესაძლებლობა სრულად გაეცნოს მის საგანმანათლებლო პროგრამას, ჰქონდეს ინფორმაცია საკუთარ აკადემიურ შეფასებაზე, ნახოს სასწავლო კურსების სილაბუსები. აღნშნული სერვისი ასევე მოიცავს აკადემიურ რეგისტრაციას, სტუდენტის აკადემიური თავისუფლების ხელშეწყობის მიზნით სისტემა აძლევს საშუალებას სტუდენტებს
თავად დაგეგმონ აკადემიური კალენდარი, დარეგისტრირდნენ სასურველ დროს და სასურველ სასწავლო კურსებზე (რასაც ითვალისწინებს სტუდენტის სასწავლო პროგრამა, სასწავლო კურსების წინაპირობების დაცვით). სასწავლო პროცესის სერვისში
გათვალისწინებულია პროფესორ/მასწავლებლების რეესტრი სადაც ასახულია პროფესორ/მასწავლებლების პირადი მოანცემები და აკადემიური თანამდებობები. სერვისი აძლევს პროფესორ/ მასწავლებლებს სტუდენტებს მისცენ დავალებები ელქტრონულად და აუტვირთონ სხდავსხვა ელექტრონული დოკუმენტაცია.

ბიბლიოთეკის სერვისი

სერვისის საშუალებით უნივერსიტეტში ხდება ელექტრონული და მატერიალური ფონდის კატალოგიზაცია, შესაძლებელია წიგნების გაცემა ბიბლიოთეკის მომხმარებელზე, დავალიანებული (ვადაგადაცილებული) წიგნების აღირცხვა, ელექტრონული წიგნების ატვირთვა, სტუდენტს და პროფესორს აქვს საშალება საკუთარი გვერდებიდან მიიღონ ინფრმაცია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული როგორც წიგნად ფონდზე ასევე ელექტრონულ რესურსზე.

ელექტრონული საქმის წარმოება

სერვისის საშალებით უნივერსიტეტში ხორციელდება დოკუმენტ ბრუნვა, შემოსული და გასული კორესპოდენციის აღიცხვა, სხვდასხვა დროს შემოსული კორესპოდენციის მოძიება ელექტრონული დოკუმეტების ატვირთვა, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ელექტრონულად დაწერონ სასურველი განცხადება უნივერსიტეტში მიუსვლელად.

საკომუნიკაციო სერვისი

სერვისი აძლევს საშუალებას, ადმინისტრაციას ლექტორებს და სტუდენტებს ჰქონდეთ კომუნიკაცია ერთმანეთში გაუგზავნონ სასურველი ელექტრონული მასალები ერთმანეთს.