“სილქნეტი” აცხადებს ფინანსური ანალიტიკის და IFRS რეპორტინგის განყოფილებაში სტაჟიორებას, დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაოს აღწერა
ყოველთვიური ფინანსური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
კომპანიის ფინანსურ აუდიტში მონაწილეობის მიღება;
მარეგულირებელი კომპანიის ყოველთვიურ რეპორტებში ჩართულობა;
ბიუჯეტის დაგეგმვასა და კონტროლში მონაწილეობის მიღება;
ინვესტორ პრეზენტაციებისა და წლიური ანგარიშის (Annual Report) მომზადებაში ჩართულობა;
სხვადასხვა ტიპის სამუშაო ფაილების დამუშავება კომპანიის შიდა რეპორტინგის მიზნებისათვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები (ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, მენეჯმენტის მიმართულებით);
ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინგლისურ ენაზე წერის უნარ-ჩვევებს) MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები
გუნდური მუშაობა
სხარტი აზროვნება;
პასუხისმგებლობა;
პროფესიული განვითარების სურვილი;
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
დროის მართვის უნარი;
სამუშაოს: განაკვეთი სრული
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
განათლების ხარისხი: არასრული უმაღლესი/სტუდენტი
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 31 ოქტ. 2020წ.
Spread the love