2021 წლის 7 ივნისს გაიმართა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ერთობლივი სტუდენტთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია – ,,თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევები და საფრთხეები“.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი მოხსენებები ეხებოდა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებს, კონფლიქტურ რეგიონებსა და ქვეყნებს, თანამედროვე ეკონომიკის პრობლემებს, რელიგიურ მრავალფეროვნებასა და მულტიკულტურულ ურთიერთობებს.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, გამარჯვებულებს – წამახალისებელი პრიზები.

Spread the love