საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას გრანტების მენეჯერის პოზიციაზე.

– თუ, ხართ სტუდენტი ან 30 წლამდე მოტივირებული, აქტიური და კრეატიული ახალგაზრდა და გაინტერესებს მოხალისეობრივი საქმიანობა;

– თვლით, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი და გსურთ ხელი შეუწყოთ ამ პროცესს;

– გინდათ იყოთ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და 38 ქვეყანაში არსებულ წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობაში ჩაერთოთ;

– გაქვთ სურვილი მიიღოთ გამოცდილება და მოხალისედ ჩაერთოთ გრანტების მოზიდვასთან დაკავშირებული პროექტების ხელმძღვანელობაში;

-Აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა!

Რას გთავაზობთ ჩვენ?

-მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციაში მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;

-საზღვარგარეთ სტაჟირების შესაძლებლობას;

-მოგებული გრანტებიდან პროცენტულ ანაზღაურებას;

-ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორებთან თანამშრომლობას;

-გრანტის წერის მიმართულებით სამუშაო გამოცდილების შეძენას;

-მეგობრულ გარემოსა და მოქნილ გრაფიკს.

ვაკანსია მოხალისეობრივ საქმიანობას ეხება. ანაზღაურება განისაზღვრება მოგებული გრანტის მიხედვით.

Დაინტერესებულმა კანდიდატმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა გადმოაგზავნოს არაუგვიანეს 15 სექტემბრისა: geoyata@gmail.com

სამოტივაციო წერილი (250-300 სიტყვა) უნდა პასუხობდეს კითხვებს:

რატომ ხართ დაინტერესებული ორგანიზაციის საქმიანობით?

რატომ გსურთ აღნიშნული პოზიციის დაკავება?

გქონიათ თუ არა გამოცდილება პროექტების დაორგანიზებისა და გრანტების წერის მიმართულებით?

საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგზარდული ასოციაცია გისურვებთ წარმატებას!

Spread the love