2025 წლის 14-17 თებერვალს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, პროფესორი ნანა ციხისთავი და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის უფროსი ნათია ჩიხიაშვილი საქმიანი ვიზიტით, ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სრული დაფინანსებით საუნივერსიტეტო საქმიანობის სიახლეების გასაცნობად და გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფებოდნენ სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში. სიახლეები და გამოცდილება გაზიარებული და დანერგილი იქნება ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნიუუნის ყოველდღიურ საქმიანობაში.

კომენტარები