2024 წლის 19-22 იანვარს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა დელეგაცია, ნიუუნის რექტორის, პროფესორ თამარ გარდაფხაძის ხელმძღვანელობით, ვიზიტით იმყოფებოდა ქ. ლარნაკაში (კვიპროსი), უკლანის უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში უკლანის უნივერსიტეტთან განახლდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, Erasmus+ სამსახურთან შედგა მოლაპარაკება ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, უკლანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი – მარია ტაციუ მოწვეულია და გახდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სამეცნიერო ჟურნალის „დიპლომატია და სამართალის“ სარედაქციო საბჭოს წევრი.
ვიზიტის დროს ქ. ლარნაკაში ჩატარდა ტრენინგი სტუდენტებისათვის ,,საქართველო – ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა: გამოწვევები და პერსპექტივები”, ხოლო პროფესორ-მასწავლებლებისათვის ტრენინგი – ,,ევროპული უმაღლესი განათლების თანმედროვე მიდგომები’’. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გადაეცა სერტიფიკატები.
აღსანიშნავია, რომ უკლანის უნივესიტეტში ნიუუნის სრული დაფინანსებით იმყოფებოდნენ 2023-2024 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფძველზე ჩარიხცული სტუდენტები – პირველკურსელები.
კომენტარები