გამოცხადდა იაპონიის სასტიპენდიო კონკურსი, რომელიც დააანონსა იაპონიის ,,მაცუმაეს საერთაშორისო ფონდმა“.

კონკურსის აუცილებელი პირობაა, მკვლევარი:

  • ფლობდეს დოქტორის ხარისხს;
  • ინგლისურ ან იაპონურ ენას;
  • სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში.

იაპონური მხარე გამარჯვებულ აპლიკანტებს დაუფინანსებს კვლევითი აქტივობებისათვის საჭირო ხარჯებს, სასწავლო მასალებს, ორმხრივ ავიაბილეთებსა და ჯანმრთელობის დაზღვევას.

სასტიპენდიო პროგრამაზე განცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით (იაპონიის სტანდარტული დროის მიხედვით).

განაცხადის შესავსებად იხილეთ ბმული:

https://www.mif-japan.org/en/fellowship/announcement/

გისურვებთ წარმატებას!