ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებისა და პერსონალისათვის 2021 წლის 3 ივნისს ჩატარდა ვებინარი, რომელიც მიეძღვნა კორეულ ანბანს და ფასეულობებს. ვებინარს უძღვებოდა კორეული ენისა და დიზაინის სპეციალისტი ახალგაზრდა ქალბატონი ქ. სეულიდან – მილან ლიი.

ვებინარი დაიწყო საინტერესო ნახატი ფილმის ჩვენებით კორეული ანბანის ჩამოყალიბების თაობაზე. შემდეგ მილან ლიიმ ისაუბრა ანბანის სპეციფიკურ საკითხებზე – კორეული  ანბანი ხომ ერთ დღეში ისწავლება და მარტივი სალაპარაკოა.

დასასრულს, მილან ლიიმ გამოთქვა მზაობა, ინტერესის შემთხვევაში,  კვლავ შემოგვთავაზოს ვებინარები კორეულ კულტურაზე.

Spread the love