2024 წლის 7 აგვისტოს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და სიასის უნივერსიტეტს შორის (ჩინეთი, შინჯაუ, ხენანის პროვინცია) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ნიუუნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და სიასის უნივერსიტეტის  წარმომადგენლობითი გამგეობის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, დოქტორმა შონ ჩენიმ მოაწერეს.

პარტნიორი უნივერსიტეტები განახორციელებენ ერთობლივ   საგანმანათლებლო პროექტებს, სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ERASMUS +  ფარგლებში.

ზემოაღნიშნულ ურთიერთობას საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენზე, რომელიც ნიუ ორლეანში /აშშ/ განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ორგანიზებით გაიმართა და სადაც მონაწილეობდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი- ნიუუნი.