ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროგრამის სტუდენტები:
✅ლუკა ჯიბუტი
✅გიორგი დალაქიშვილი
✅გერონტი ონიანია
✅დავით პაპიაშვილი
✅გიორგი გეთიაშვილი
ERASMUS+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის ერთ სემესტრს ნიუუნის პარტნიორ ფეხტას უნივერსიტეტში (გერმანია) სრული დაფინანსებით ისწავლიან.
ნიუუნი წარმატებას უსურვებს 2025 წლის ნოემბერში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულ სტუდენტებს და იმედოვნებს, რომ ეს შესაძლებლობა მათთვის საერთაშორისო გამოცდილების შესანიშნავი გზა იქნება!