ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუნის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიის ეგიდით მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამა “ქართული თვითმყოფადობის” რიგით ორმოცდამეოთხე ღონისძიება.
მოხსენების თემა: გაერთიანებული სამეფოს-საქართველოს წარმოქმნა. საქართველო ბიზანტიისა და სელჩუკების პირისპირ (X-XI საუკუნეები),
მომხსენებელი: ისტორიის დოქტორი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე; შეხვედრას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებიან ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.