ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი გიწვევთ სტუდენტთა მეთერთმეტე სამეცნიერო კონფერენციაზე
„ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები“
კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 21 ივნისს 12:00 საათზე.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული;
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი;
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით;
თეზისები მიიღება 2024 წლის 17 ივნისამდე.
დამატებითი ინფორმაცია და თეზისის გაფორმების წესი იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/MMrnb92
მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის სტუდენტებს.
სტუდენტებმა თეზისები უნდა წარმოადგინონ ხელმძღვანელის/რეკომენდატორის დასკვნასთან ერთად;
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატორი: დავით გეფერიძე – პროფესორი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.
Tel.: +995 599963679;
E-mail: conference@newuni.edu.ge
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გისურვებთ წარმატებას!
კომენტარები