პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
“თანამედროვე მეცნიერებების აქტუალური პრობლემები და გამოწვევები”
2017 წლის 17-18 ნოემბერს ახალ უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.
კონფერენციის თემაა “თანამედროვე მეცნიერებების აქტუალური პრობლემები და გამოწვევები”
კონფერენციის ჩატარების ვადები და პირობები:
1. სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Word-ში, Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 12, ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1,5, ველების დაშორება მარჯვენა-მარცხენა მხარეს – 2 და 3 სმ. ზედა და ქვედა – 2.5 სმ. თითოეული გვერდი უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს.
2. ნაშრომის მოცულობა გამოყენებულ ლიტერატურასთან და ანოტაციასთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს 12 გვერდს. ნაშრომი გამოქვეყნდება საერთაშორისო-სამეცნიერო ჟურნალში „დიპლომატია და სამართალი“.
3. სატიტულო ფურცელზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ-ფოსტა).
4. ნაშრომს უნდა ახლდეს ანოტაცია ინგლისურ ენაზე, მოცულობით 120-150 სიტყვა, აკრეფილი შესაბამისად Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 12.
5. ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს მისამართზე: info@newuni.edu.ge 2017 წლის 31 ოქტომბრამდე.
6. მოთხოვნების დარღვევით შესრულებული ნაშრომი არ განიხილება.
7. ინფორმაცია კონფერენციის ორგანიზებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ: www.newuni.edu.ge. ან დაკვიკავშირდეთ 599963679.
კომენტარები