ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს – სტუდენტობას! გისურვებთ, რომ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გატარებული წლები გახდეს თქვენი წარმატებული მომავლის გარანტი.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 2 სექტემბერს და გაგრძელდება 13 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, რეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის – პასპორტის ასლი (დედანის წარმოდგენით);
ფოტოსურათი ელექტრონული ვერსია (CD-ზე);
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
ადმინისტრაციული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სწავლის საფასურის გადადის ქვითარი)
განცხადება რექტორის სახელზე (იხ. ლინკი: https://cutt.ly/VCeTM0X)
საბანკო რეკვიზიტები
“ბაზის ბანკი”
ანგარიშის ნომერი: GE08BS0000000046636940
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:
+995 592 11 11 00
+ 995 599 05 71 66
+995 593 91 28 91
info@newuni.edu.ge
სამუშაო საათები: 10:00 სთ – 17:00 სთ
მის: გ.ჭყონდიდელის 56, თბილისი, საქართველო
გისურვებთ წარმატებებს!