2021 წლის 4-5 ოქტომბერს  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნისა და რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის.
ახალი პარტნიორი უნივერსიტეტი დაფუძნდა 1991 წელს, იგი 30 წლიან გამოცდილებას ითვლის რუმინეთის საგანმანათლებლო სივრცეში. რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტს აქვს შვიდი ფაკულტეტი: სამართლის, ეკონომიკისა და ადგილობრივი/საერთაშორისო ტურიზმის,  სპორტისა და ფიზიკური თერაპიის, ინფორმატიკის მენეჯმენტისა და მარკეტინგ/მენეჯმენტის, ევროპის ეკონომიკური განათლების, საერთაშორისო/საერთაშორისო სავაჭრო და საფინანსო საბანკო ურთიერთობათა ფაკულტეტი.

მემორანდუმით გათვალისწინებული და შეთანხმებულია ერთობლივი პროგრამების შემუშავება ერასმუს+-ის ფარგლებში და ორმაგი დიპლომების გაცემა ორივე მხარის სტუდენტებისათვის.

Spread the love