ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებით,
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების მიზნით, დღეს ახალ უმაღლეს სასწავლებელში იმყოფებოდნენ შრომის უსაფრთხოების ინსპექციის წარმომადგენლები, რომელთაც სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეამოწმეს სასწავლებელში არსებული მდგომარეობა კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების კუთხით და დადებითად შეაფასეს.
✔️ ახალი უმაღლესი სასწავლებელი მზადაა სტუდენტების მისაღებად

Spread the love