გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 სექტემბრის N481 დადგენილებით, 4 ოქტომბრიდან „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან, სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში“.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2021 წლის 11 ოქტომბრიდან ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი სასწავლო პროცესის გააგრძელებს ჰიბრიდული მეთოდით, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს ლექციას/ჯგუფში მუშაობას დაესწრონ აუდიტორიაში ან ონლაინ, მათი სურვილისამებრ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
Spread the love