2024 წლის 21 ივნისს გაიმართა სტუდენტთა მე-11 სამეცნიერო კონფერენცია: “ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები”. კონფერენციაზე საინტერესო, აქტუალური მოხსენებებით წარსდგნენ ნიუუნისა და სხვადასხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტები.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და საპრიზო ადგილზე გასულები დასაჩუქრდნენ საგზურებით. სამი საპრიზო ადგილიდან ორი ნიუუნის სტუდენტებმა დაისაკუთრეს:
I ადგილი – ლანა ლორთქიფანიძე – თემა: „შრომის ბაზარი და ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკა”.
II ადგილი – ანანო გახარია; ქეთევან გიორგაშვილი – თემა: ,, პროდუქტის პასუხისმგებლობის რისკები ონლაინ ბაზრებისათვის” (თსუ)
III ადგილი – გერონტი ონიანი – თემა: “ესტონური მოდელის არსი და მისი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე”.
ვუსურვებთ თითოეულ სტუდენტს ულევ წარმატებას და საკუთარი თავის რეალიზებას
კომენტარები