2021 წლის  7 ივნისს სამი უნივერსიტეტის (თბილისის ივ. ჯვახიშვილის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) თანამშრომლობით  ონლაინ გაიმართება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევები და საფრთხეები’’(ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, კულტურა და ტურიზმი)

საორგანიზაციო კომიტეტი: ახალი უმაღლესი სასწავლებლის-ნიუუნის რექტორი, პროფ. თამარ გარდაფხაძე

ახალი უმაღლესი სასწავლებელის-ნიუუნის ასოც.პროფ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი-  ნანა ციხისთავი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლეილა(ია) ხუბაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი,ასოცირებული პროფესორი სოხუმის სახელმწიფო   უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობებისა და  კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი სპეციალისტი-ანა მოსაშვილი კონფერენციაზე მონაწილება შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.

სტუდენტთა ნაშრომების თეზისები მიიღება 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით შემდეგ ელ -ფოსტაზე: tsikhistavi@newuni.edu.ge; leilakhubashvili@gmail.com; mosashviliana@gmail.com

თეზისები უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ  და ინგლისურ ენებზე, შრიფტი 12; 1,5 შუალედი, 2000 სიტყვა გისურვებთ წარმატებებს!

Spread the love