ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

საკონკურსო ვაკანსიები:

კომპიუტერული მეცნიერებების ქართულენოვან/ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამა.

  • პროფესორი – 4 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი – 6 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ პროფესორი – 4 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტი – 2 საშტატო ერთეული;
  1. პროფესორის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
  2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
  3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით;
  4. ასისტენტის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 4 (ოთხი) წლის ვადით.

კომპიუტერული მეცნიერებების ქართულენოვან/ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაცია დასტურდება შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხით, პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.

კონკურსის ვადები:

  • საკონკურსო საბუთების მიღება: 28.10.2024 – 01.11.2024;
  • კონკურსისI ეტაპი – საკონკურსო საბუთების განხილვა – შერჩევა: 04.11.2024 – 05.11.2024;
  • კონკურსისI ეტაპის შედეგების გამოცხადება/კონკურსანტებისათვის გაცნობა: 06.11.2024;
  • კონკურსისII ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის (ინგლისურენოვან პროგრამაზე ინგლისურ ენაზე) წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა (აუცილებლობის შემთხვევაში): 07.11.2024 – 08.11.2024;
  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძა­ნების გამო­ცემა: 11.11.2024;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება: არაუგვიანეს11.2024;
  • კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: შედეგების გამოცხადებიდან 3 კვირის ვადაში.

კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;
გ)  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
დ) უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამისი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ)   გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 5 წლის განმავლობაში (უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს);
ზ) ავტობიოგრაფია CV;
თ) 1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
ი) შესაბამისი სასწავლო კურსის (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი) სილაბუს(ებ)ი;
კ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისთან აფილირების ხელშეკრულებას გააფორმებს;

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი:  თბილისი,   ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@newuni.edu.ge;