ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. საკონკურსო ვაკანსიები:
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;
- პროფესორის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
- ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაცია დასტურდება შესაბამის დარგში (ფილოლოგია) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხით, პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მიმართულებით.
- კონკურსის ვადები:
- საკონკურსო საბუთების მიღება: 10.05.2024 – 17.05.2024;
- კონკურსისI ეტაპი – საკონკურსო საბუთების განხილვა – შერჩევა: 20.05.2024;
- კონკურსისI ეტაპის შედეგების გამოცხადება/კონკურსანტებისათვის გაცნობა: 22.05.2024;
- კონკურსისII ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა/: 23.05.2024 – 24.05.2024;
- კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: 27.05.2024;
- კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება: არაუგვიანეს05.2024;
- კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: შედეგების გამოცხადებიდან 3 კვირის ვადაში.
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
დ) უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამისი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ზ) ავტობიოგრაფია CV;
თ) 1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
ი) შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ი;
კ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისთან აფილირების ხელშეკრულებას გააფორმებს;
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი: თბილისი, ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@newuni.edu.ge;
კომენტარები