სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:

ა) ხელს უწყობს სასწავლებლის ინტეგრაციას უმაღლესი განათლების საერთო ევროპულ სივრცეში და ბოლონიის პროცესის პრინციპების განხორციელებას:

ბ) ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანეგვის გზით;

გ) ახორციელებს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს;

დ) პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესებისათვის;

ე) მონაწილეობს სტუდენტთა მობილობის რეგულირების პროცესში;

ვ) უზრუნველყოფს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებისათვის თვითშეფასების მომზადებას.