ცხადდება საბუთების მიღება  ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ახალი უმალესი სასწავლებელი – ნიუუნის პარტნიორ რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (რუმინეთი) აკადემიური პერსონალის მობილობის მიზნით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების განმახორციელებელ აფილირებულ პერსონალს.

მობილობა განხორციელდება 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, ერთი კვირით; შერჩეული პირი ჩაერთვება აკადემიურ საქმიანობაში, წაიკითხავს ლექციებს /8 საათი/ მასპინძელ უნივერსიტეტში.

პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობის  და ყოველდღიურ ხარჯებს

 

სამუშაო ენა: ინგლისური

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

რეზიუმე (CV);

სამოტივაციო წერილი;

ინგლისური ენის მინ. B2 დონის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სამუშაო გეგმა /სალექციო თემატიკა/ ქართულ და ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულმა პირმა დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელ-ფისტაზე: info@newuni.edu.ge, სათაურში: ERASMUS+ კონკურსი – აფილირებული პერსონალი;

საბუთების მიღების პერიოდი: 02.12.2024 – 16.15.2024