ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის პარტნიორ რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (რუმინეთი). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.
სტუდენტი რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 850 ევროს ოდენობით, ამასთან, პროგრამა დაფარავს მისი მგზავრობის ხარჯებს (საქართველო – რუმინეთი – საქართველო).
სტიპენდია არ ფარავს:
- სავიზო მოსაკრებელს;
- დაზღვევას (როგორც ჯანმრთელობის, ასევე სამოგზაურო);
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთაც:
- აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი;
- არ აქვთ ფინანსური დავალიანება;
- III – VI სემესტრის სტუდენტებს.
მობილობა განხორციელდება 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- პასპორტის ასლი;
- CV ინგლისურად;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურად (500 სიტყვის ფარგლებში);
- რეკომენდაციის წერილი ქართულად (ფაკულტეტის დეკანის ან პროფესორის);
- აკადემიური მოსწრების ბარათი;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და(B2)-ის ცოდნის დონის დამადასტურებელი საბუთი.
- დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ ნიუუნის ელ.ფოსტიდან შემდეგ მისამართებზე: info@newuni.edu.ge და n.tsikhistavi@newuni.edu.ge ;
- სათაურის ველში მიუთითეთ: Erasmus+ მობილობა – კონკურსი
მნიშვნელოვანი თარიღები:
18 .10. 2024 – საბუთების წარმოდგენა;
24 .10.2024, 11:00 სთ (301 აუდიტორია) – ტესტირება უცხო ენაში /საჭიროებისამებრ/;
25.10.2024- გასაუბრება;
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება – 30%
- ინგლისური ენა – 25%
- მოტივაცია – 25 %
- რეკომენდაცია-10%
- ინტერვიუ-10%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ მობილობაში მონაწილეობა მიღებული.
ინფორმაცია ვრცლად მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ: https://www.rau.ro/incoming-students-study-at-rau/?lang=en
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს. მობ.:555 79 67 41
კომენტარები