ცხადდება კონკურსი Erasmus+ საერთაშრისო გაცვლით პროგრამაზე მონაწილეობის მისაღებად ნიუუნის პარტნიორ ფეჰტას (გერმანია) უნივერსიტეტში ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთაც:
- აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი;
- III – VI სემესტრის სტუდენტებს.
მობილობის პერიოდი: 2024-2025 წლის ზაფხულის სემესტრი;
სემესტრის ხანგრძლივობა: 01.04.2025 – 30.09.2025;
ადგილების რაოდენობა: 6 ადგილი;
სწავლების ენა: ინგლისური.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- პასპორტის ასლი;
- CV ინგლისურად;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურად (500 სიტყვის ფარგლებში);
- რეკომენდაციის წერილი ქართულად (ფაკულტეტის დეკანის, პროგრამის ხელმძღვანელის ან პროფესორის);
- აკადემიური მოსწრების ბარათი- დანართი;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და დონე B2-ის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ ნიუუნის ელ-ფოსტაზე: info@newuni.edu.ge და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: n.tsikhistavi@newuni.edu.ge; სათაურის ველში მიუთითეთ Erasmus+ -ის მობილობა
მნიშვნელოვანი თარიღები:
2024წლის 1 – 12 ნოემბერი – საბუთების წარმოდგენა;
2024 წლის 13 ნოემბერს, 12.00 საათზე (301 აუდიტორია) – გასაუბრება;
ტესტირება უცხო ენაში დაინიშნება დამატებით /საჭიროებისამებრ/.
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება – 30%
- ინგლისური ენა – 25%
- მოტივაცია – 25 %
- რეკომენდაცია-10%
- ინტერვიუ-10%
თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სტუდენტს, რომელსაც მონაწილეობა არ აქვს მიღებული.ერასმუს+ პროგრამაში;
სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 850 ევროს ოდენობით, ასევე პროგრამა დაფარავს მისი მგზავრობის ხარჯებს (საქართველო – გერმანია – საქართველო).
ინფორმაცია ვრცლად მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: (https://www.uni-vechta.de/en/international-office/coming-to-vechta/exchange-studies
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
მობ. 555 79 67 41
კომენტარები