მერი ტარიელაშვილი – ფსიქოლოგი, კარიერული განვითარების ექსპერტი და საერთაშორისო კარიერული განვითარების ასოციაციის წევრი ჩაატარებს ვებინარს “კარიერული განვითარების სტრატეგიული გეგმა და 2021 წლის ტრენდები” ვებინარზე გაიგებ: როგორ შეადგინო შენი კარიერული განვითარების გეგმა;
Read Moreმიმდინარე წლის 22 და 23 დეკემბერს, წარმატებით ჩატარდა ახალი უმაღლესი სასწავლებლის მიერ ორგანიზებული სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია ,,COVID 19 – ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები’’
Read Moreაკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ შემდეგი პირები:
პროფესორის თანამდებობაზე:
1. ლალი გარდაფხაძე
2. ლამარა ბერიძე
3. ნოდარ გრძელიშვილი
4. ედიშერ გვენეტაძე
5. ნიკოლოზ ესიტაშვილი
მიიღე NEWUNI -ს გრანტი და 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ისწავლე 875 ლარად /5 თვეზე გადანაწილებით/; მიიღე NEWUNI -ს 500 ლარიანი გრანტი და დარჩენილი სწავლების პერიოდი ისწავლე 1750 ლარად ნაცვლად 2250-ისა; გადაინაწილე წლიური საფასური 12 თვეზე ან სურვილის მიხედვით, თავადვე განსაზღვრე სწავლის საფასურის გადახდის თვე და რიცხვი /გრაფიკი/.
Read Moreთავდაუჯერებლობიდან კარიერულ განვითარებამდე ვებინარი ჩატარდება 18 დეკემბერს 21:00 საათზე online ვებინარზე გაიგებთ როგორ: დაძლიო უარის შიში, გადადგა ნაბიჯები და მიიღო სასურველი; ისწავლო საკუთარ თავთან ურთიერთობა, საკუთარი სურვილების გაგება და პრიორიტეტიზაცია გაიგო რა გიშლის ხელს და შეძლო დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა;
Read Moreმიმდინარე წლის 10 დეკემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიში და ახალი სამწლიანი 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი წარადგინა. შეხვედრა წარიმართა შიდა და გარე დაინტერესებული მხარეების – სტუდენტების, აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის, კურსდამთავრებულების, დამსაქმებლების – ჩართულობით.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი (NEWUNI), შავიზღვისპირეთის ეკონომიკისა და ინოვაციების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ოდესა, უკრაინა) მხარდაჭერით, გიწვევთ მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ონლაინ კონფერენციაზე „ბიზნეს სტრუქტურების ინტეგრაცია: კონკურენცია და კოოპერაცია“. კონფერენცია გაიმართება დისტანციური ფორმით 2021 წლის 19 თებერვალს.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი აბიტურიენტებისთვის აცხადებს დისტანციურ მომზადებას 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. მოსამზადებელ კურსებზე ასევე შესაძლებლობა აქვთ ჩაირიცხონ ის აბიტურიენტები, რომლებმაც 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გადალახეს ბარიერი მხოლოდ ერთ საგანში!
Read More2020 წლის 10 დეკემბერს 14 საათზე შედგება ახალი უმაღლესი სასწავლებლის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშისა და ახალი სამწლიანი 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის წარდგენა/საჯარო განხილვა. СOVID-19 გამოწვეული პანდემიის გამო დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა/პრეზენტაცია ჩატარდება Zoom-ის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი СOVID-19-ით გამოწვეული პანდემიიდან გამომიმდინარე, საქმიანობას დისტანციურად აგრძელებს. მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის № 699 დადგენილების გათვალისწინებით, შედგა შეხვედრა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საბჭოს წევრებთან.
Read More
კომენტარები