გახდი მოხალისე და გაატარე 50 ზღაპრული დღე იტალიის სამხრეთით!

მოკლევადიანი ESC ვაკანსია სამხრეთ იტალიის ქ. ნეაპოლთან ახლოს (25 კმ) სოფელ მასა ლუბრეზეში.

მოხალისეობრივი საქმიანობა მოიცავს გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, საზღვაო ეკოსისტემისა და ეკოტურიზმის ხელშემწყობ აქტივობებში მონაწილეობას.

პირობები:

თარიღები: 08/2021-10/2021

ფინანსდება:

მგზავრობა 360 ევრო (ანაზღაურდება, ანუ ჯერ თქვენ ყიდულობთ და მერე იქ გინაზღაურებენ)

დარჩენა

კვება (თვეში 150€)

ჯიბის ფული (თვეში 150€)

არ ფინანსდება – PCR ტესტი

მთავარი მოთხოვნა!

18-30 წლის

ინგლისური ენა

გამგზავრება: 2021 წლის აგვისტოს დასაწყისში

რას მიიღებს მოხალისე:

გადამზადდება პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ საქმიანობაში

შეისწავლის იტალიურ ენას

იმოგზაურებს იტალიაში

გაიუმჯობესებს კომპეტენციებს გარემოსდაცვით საკითხებში

Youth Pass სერტიფიკატი

სარეკომენდაციო ამბრელასგან, საჭიროების შემთხვევაში

დედლაინი 7 ივნისი!

როგორ გავაკეთო განაცხადი?

ქმნი CV-ის EuroPass ფორმატში

იღებ 1 წუთიან ვიდეოს ინგლისურად ან იტალიურად. მოყევით თქვენი მოტივაციისა და თქვენს შესახებ.

გზავნით ამ ფაილებს – ngoumbrellageo@gmail.com

—————–

გაიგე როგორ ატარებენ დროს ჩვენი მოხალისეები გადაცემა #iმოხალისეhttps://bit.ly/3b11SEx

—————–

იყავი ინფორმირებული ჩვენი აქტივობების შესახებ:

Telegram https://t.me/umbrellageo

YouTube https://bit.ly/3bKfqDA

Facebook Group https://bit.ly/2OaSPrn (აქ იდება ბევრი რამ რაცაა ფეიჯზე)

Instagram – https://cutt.ly/abk9Obr

Spread the love