პრეზენტაციისა და დისკუსიის უნარები

ტრენინგ კურსი განკუთვნილია:

 საქართველოს საჯარო მოხელეების, კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ/გამოიმუშაონ წერილობითი და ენობრივი კომპეტენცია ქართულ ენაში, დაეუფლონ ოფიციალურსაქმიანი დოკუმენტაციის შედგენისა და საჯარო გამოსვლის უნარებს.

 

ტრენინგ კურსის მიზანია, დახმარება გაუწიოს ყველა დაინტერესებულ პირს, თავიანთი საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, კარიერული საქმიანობის ეფექტურად წარმართვასა და, საბოლოოდ, სამსახურებრივი კომპეტენციის ამაღლებაში.
 
შემოთავაზებული ტრენინგ კურსის ფარგლებში მონაწილენი  დაეუფლებიან/შეასრულებენ:

Ø  აკადემიური წერის მთავარ პრინციპებს, ფუნქციური წერის ელემენტებს, ოფიციალურსაქმიანი დოკუმენტაციის შედგენის წესებს, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს, მართლწერის საკითხებს,  საჯარო გამოსვლის/პრეზენტირების უნარებს;

Ø  წერის უნარებს, ტრენერის მიერ მიცემულ პრაქტიკულ დავალებებს (მართლწერის, სინტაქსურ, ლექსიკურ, ფრაზეოლოგიურ, სტილისტურ სავარჯიშოებს); გააანალიზებენ და განიხილავენ ტექსტებს, რომლებშიც მოცემულია ხშირად დაშვებული შეცდომები;

Ø   არგუმენტირებული და პრობლემაზე ორიენტირებული ტექსტების შექმნას;

Ø   ფუნქციური ტექსტების ტიპებს და მათი აგების პრინციპებს;

Ø  საპრეზენტაციო ტექსტის შექმნის წესებს/პრინციპებს, საჯარო გამოსვლის ხერხებს, დამხმარე, მათ შორის, მულტიმედიური საშუალებების გამოყენების ტექნიკას. 

 

ტრენინგ კურსის ხანგრძლივობა: 8 დღე (16 საათი, 2 საათი ყოველდღიურად).
 
ღირებულება: 150 ლარი

 

ნიუუნის სტუდენტებისათვის – 20%;

პერსონალისთვის – 20 %;

კურსდამთავრებულთათვის – 15%;

ერთი ოჯახის წევრთათვის – 10%;

ერთი დაწესებულებიდან 2 ან მეტი თანამშრომლისთვის 10 %;

 

კურსის  ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად. 

 


დასრულების შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი;

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ახალი უმაღლესი სასწავლებელინიუუნის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი – მობ.: 592111100

 

email:  info@newuni.edu.ge

მისამართი: თბილისი, ჭყონდიდელის 56.