დეკანის მიმართვა


about-me

დავით გეფერიძე - დეკანი

საერთაშორისო სამართლის დოქტორი
ელ-ფოსტა: geperidze@newuni.edu.ge

ძვირფასო მეგობრებო!

მოგესალმებით ჩვენს უმაღლეს დაწესებულებაში – ახალი უმაღლესი სასწავლებლის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე. მადლობას გიხდით ჩვენი ფაკულტეტით დაინტერესებისათვის. ახალი უმაღლესი სასწავლებელი და ბიზნესის, სამართლის და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არის საქართველოს ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს განათლების მაღალ ხარისხს, სწავლების მაღალ დონეს და აკადემიურ თავისუფლებას. ფაკულტეტი ახორციელებს ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებს. ჩვენს ფაკულტეტზე გეძლევათ საშუალება მიიღოთ სიღრმისეული ცოდნა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი განათლება, იმისათვის, რომ დაიმკვოდროთ ღირსეული ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში. სასწავლებლის ფაკულტეტზე თქვენ გელით საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება, ხოლო აკადემიურ პერსონალს კეთილმოწყობილი სამუშაო გარემო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე.


       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
I კორპუსი:
ქ. თბილისი, ჭყონდიდელის ქ. 26;
II კორპუსი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98