რექტორის მიმართვა


about-me

თამარ გარდაფხაძე - რექტორი

სამართლის დოქტორი, პროფესორი
ელ-ფოსტა: tamunagardapkhadze@gmail.com
ტელ: (+995) 597 13 77 11

ახალი, თანამედროვე პროგრამები, ახალი, თანამედროვე სწავლების მეთოდი, ახალი, თანამედროვე გარემო, გამოცდილი აკადემიური პერსნალი ... და ყველაფერი ის რაც დიდი წარმატების საწინდარია - ეს არის ახალი უმაღლესი სასწავლებელი. რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა ახალი უმაღლესი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით. პროცესში ჩართულები იყვნენ უმაღლესი განათლების სფეროში გამოცდილი ადამიანები, საერთაშორისო ექსპერტები და სტუდენტები. ახალი უმაღლესი სასწავლებელი შეიქმნა 2013 წელს სტუდენტებთან ერთად სტუდენტებისთვის. ახალგაზრდებმა ზუსტად იციან რა სჭირდებათ ხარისხიანი განათლების მიღებისათვის, როგორი გარემო დაეხმარებათ სწავლების პროცესში. სწორედ სტუდენტების დიდი წვლილია ჩადებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის და ბედნიერი სტუდენტური ცხოვრებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნაში. ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ თქვენთან, იმის შესახებ თუ როგორ შეუძლია სასწავლებელს უკეთ დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები და ინტერესები. უმაღლესი განათლების ქართველი და საერთაშორისო ექპერტების ჯგუფის მიერ ახალ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების უახლესი თანამედროვე მეთოდები დაინერგა და საგანმანათლებლო პროგრამები თანამედროვე ევროპული სტანდარტის დაცვით მომზადდა. ჩვენი ბიზნეს პარტნიორების დახმარებით ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ სასწავლებელმა დააკმაყოფილოს სტუდენტების მოთხოვნილება შრომის ბაზარზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიან განათლებაზე.

ჩვენ არ ვცვლით და არ ვხვეწავთ, ჩვენთ შევქმენით ახალი და თანამედროვე უმაღლესი სასწავლებელი.


       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
I კორპუსი:
ქ. თბილისი, ჭყონდიდელის ქ. 26;
II კორპუსი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98