დიდი წარმატება - სწორი არჩევანით იწყება!

სამუშაო შეხვედრა ახალ უმაღლეს სასწავლებელში


2018 წლის 02 თებერვალი

ახალ უმაღლეს სასწავლებელში განახლებული, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტებით ავტორიზაციის გავლასთან დაკავშირებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას პროფესორ-მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პოტენციურ დამსაქმებლებთან ერთად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები. ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ დეტალურად ისაუბრა თვითშეფასების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, საავტორიზაციო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, აგრეთვე ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების განმარტებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ისაუბრეს ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციის გაწევასა და მათგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავტორიზაციის სამუშაო პროცესის ეფექტიან დაგეგმვაზე. შეხვედრის მიმდინარეობისას ასევე საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს ახალი ხედვები პროგრამების გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიზნით.

როგორც პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ აღნიშნა, მსგავსი სამუშაო შეხვედრა ახალი უმაღლესი სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში ყოველ კვირას გაიმართება.

       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98