მისია, მიზნები, ხედვა და ღირებულებები

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის მისიაა: ცოდნაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი დემოკრატიული ღირებულებების, მოქალაქეობრივი თვითშეგნების, განათლების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, მათთვის ხარისხიანი ცოდნის მიწოდება; სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების, მათი პიროვნული და პროფესიული პოტენციალის რეალიზების, შემოქმედებითი, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, სტუდენტთა წარმატების ხელშეწყობა მრავალფეროვანი აკადემიური, პროფესიული, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების შეთავაზებით; კვლევითი საქმიანობის განვითარება და შედეგების სწავლების პროცესში ინტეგრირება…